Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტიგრან ავინიანმა სომხეთში აშშ-ის ელჩთან ერთად განიხილა მთელ რიგ დარგებში თანამშრომლობის შესაძლებლობები
2019-04-12 16:03:01

სრ ვიცე-პრემიერმა ტიგრან ავინიანმა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში ლინ თრეისი.
ტიგრან ავინიანის ოფისიდან გვაცნობებენ, რომ ვიცე პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა პროგრამა "იმუშავე სომხეთო", ასევე სომხეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები საჯარო ადმინისტრირების სისტემის მოდერნიზების მისი შესაძლებლობების გაძლიერების და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით. საუბრის დროს მოხდა აზრთა გაცვლა ამ ინიციატივებში ამერიკული მონაწილეობის გაზრდის შესაძლებლობების გარშემო.
მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები.