192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომეხი და ქართველი მწერლების შეხვედრა
2019-04-12 21:03:39

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სომხურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთიბების გზაზე. 12 აპრილს სომხეთის მწერალთა კავშირმა უმასპინძლა ქართველ მწერლებს.

“ჩვენ ლიტერატურულ ურთიერთობებს ძალიან ვუფრთხილდებით და მუდამ ვაწყობთ შეხვედრებს, როგორც საქართველოში ასევე სომხეთშიც. საიათ-ნოვასადმი მიძღვნილი ლიტერატურული დღეები კი  - სომხურ-ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის დღესასწაულად იქცევა ხოლმე, როგორც ერევანში, ასევე თბილისშიც.  ჩვენი ახალგაზრდა მწერლების ივნისის თათბირზე, მუდამ ვიწვევთ ახალგაზრდა მწერლებს საქართველოდან“,-ამის შესახებ აღნიშნა თავის სიტყვაში სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ედვარდ მელიტონიანმა.

შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე. როგორც მან აღნიშნა ყოველდღე გრძნობს სომეხი ხალხის სიტვარულს მისი ერის მიმართ, და დღევანდელი ღონისძიებაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ  ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო ვითარდებიან. “ჩვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ ლიტერატურის სფეროში შეუძლია  კონკურენცია გაუწიოს მრავალ ქვეყანას“, - თქვა მან.