192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პიოტრ პოროშენკომ ილაპარაკა სომხეთთან თანამშრომლობის სფეროების შესახებ
2019-04-15 10:34:19

უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ კიევის სტადიონ „ოლიმპისკში“, სადაც უნდა ჩატარებულიყო დებატები უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ეტაპის გამარჯვებულ   ვლადიმირ ზელენსკისთან, უპასუხა ჟურნალიტების შეკითხვებს.

უპასუხა რა სომეხი ჟურნალისტის შეკითხვას, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი მიესალმა სრ პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს და აღნიშნა, რომ  უკრაინისა და სომხეთის თანამშრომლობას ხედავს  რამდენიმე სფეროში.

 „ჩვენ უკვე მრავალჯერ  შევხვდით ერთმანეთს  საერთაშორისო ფორუმებისას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ უკრაინის პრეზიდენტისათვის მისაღებია ის რეფორმები, რომლებიც დღეისათვის ხორციელედება სომხეთში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებს გააჩნიათ დიდი პოტენციალი. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნების თნამშრომლობას მე ვხედავ ეკონომიკურ სფეროში, ადამიანთა შეხებისა და კულტურულ ურთიერთობებში. გულწრფელად მსურს, რომ ბატონმა ფაშინიანმა წარმატებებს მიაღწიოს“, - აღნიშნა პოროშენკომ.