Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს
2019-04-15 11:08:20

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ქართული ენის დღეს თბილისში აღნიშნავენ გამოფენებით, კონცერტებით და სხვა გასართობი ღონისძიებებით.

ქართული ენის დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების ხსოვნის უკვდავსაყოფად დაწესდა. ამ დღეს 40 წლის წინ თბილისში მშობლიური ენის დასაცავად მასობრივი გამოსვლები შედგა, რომელთა შედეგად საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციაში ქართულმა ენამ სახელმწიფოს სტატუსი შეინარჩუნა.

ქართულ ენას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში არამეული და ბერძნული დამწერლობის ზეგავლენის შედეგად გაჩნდა.

ადრეული საუკუნეებიდან გამოიყენებოდა ძველქართული დამწერლობა მრგლოვანი (ასომთავრული). IX საუკუნიდან - ნუსხური დამწერლობა (საეკლესიო), ხოლო XI საუკუნიდან - მხედრული (სამოქალაქო) დამწერლობა.

ქართულ ენაზე დაწერილი უძველესი ნაწარმოები - იაკობ ცურტაველისშუშანიკის წამება“ 476 წლით თარიღდება.

სადღესასწაულო ღონისძიებები

ქართული ენის დღის ფარგლებში თბილისში გაიმართება ერთდღიანი ფესტივალი „GAUზიარე 33 ემოცია".

ფესტივალი 11:00 საათზე დედაქალაქის ცენტრში სიმბოლური მსვლელობით გაიხსნება - რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედნამდე. მსვლელობის მონაწილეები ჰაერში გაუშვებენ ჰელიუმის ბუშტებს, რომლებზეც დატანილი იქნება ქართული ასოები.

13:00 საათიდან 19:00 საათამდე ფესტივალი მწერალთა სახლში გაგრძელდება. ფესტივალის პროგრამაშია ანსამბლირუსთავისგამოსვლა, დავით ევგენიძის კონცერტი, საჯარო ლექციები ქართული ენის შესახებ: პოეტი რატი ამაღლობელი, მწერალი დათო ტურაშვილი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე. პროგრამაშია ასევე ანთოლოგიისქართული ანბანი - 33 ემოციაპრეზენტაცია და სპეციალური ფასდაკლება წიგნზე, თემატური ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

დღესასწაულის ძირითადი ნაწილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 13:00-დან 18:00 საათამდე ჩატარდება .

უნივერსიტეტის ბაღში მთელი დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი შემეცნებითი ინსტალაციების ნახვა.

ცენტრალურ ფოიეში გაიმართება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის გახსნა. ასევე დაგეგმილია გამოფენის გახსნა სახელწოდებითსაქართველოსა და ქართული ენის დამცველი“, რომლის ორგანიზატორია უნივერსიტეტი კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან ერთად.

საღამოსთვის, 17:00 საათზე, უნივერსიტეტის ბაღში დაგეგმილია ნიაზ დიასამიძის და ჯგუფის „33კონცერტი.

გვიან საღამოს ღონისძიება თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებს, სადაც 20:00 საათზე თბილისის საკრებულოს შენობის ფასადზე იქნება ნაჩვენები 3D ინსტალაციაქართული ხელნაწერები“.

ღონისძიებების დეტალური პროგრამის გაცნობა შესაძლებელია აქ. დასწრება თავისუფალია.