192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია“ - პრემიერმა ტალახაძეს მიულოცა
2019-04-15 11:19:40

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აღტაცებით აკვირდებოდაქართველ გოლიათსლაშა ტალახაძეს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც შაბათს ბათუმში დასრულდა.

ტალახაძემ ამჯერადაც ასახელა საქართველო. ის მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი - მან ბათუმის ტურნირი სამი მსოფლიო რეკორდით მოიგო. ორჭიდის ჯამშიქართველმა გოლიათმა“ 478 ქულა დააგროვა და საკუთარი მიღწევა 4 კგ-ით გააუმჯობესა. გარდა ამისა, ტალახაძემ დაამყარა მსოფლიო რეკორდები ორივე დისციპლინაში - ატაცში აიღო წონა 218 კგ, ხოლო აკვრაში - 260 კგ და ამით საკუთარი შედეგი 3 კგ-ით გაიუმჯობესა.

გილოცავთ ყველას, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ადამიანი ქართველია! ვულოცავ ლაშა ტალახაძეს ახალი მსოფლიო რეკორდების დამყარებას! ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ძალოსნობის ფედერაციას, სამინისტროს, ჩვენს სახელოვან ძალოსნებს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ბათუმში ძალოსნობაში გამართული ევროპის ჩემპიონატის ასეთ მაღალ დონეზე ორგანიზებაში“, - ნათქვამია ბახტაძის განცხადებაში Facebook-ზე.

თავად ჩემპიონმა მცირე კომენტარი გააკეთა.

მადლობა ჩვენ მწვრთნელებს ამხელა შრომის ჩადებისთვის, მადლობა ჩვენს ფედერაციას, ჩვენს ექიმებს ძალიან დიდი მადლობა. ყველა გვერდით გვიდგას, რომ შედეგი გავაკეთოთ და გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი. მადლობა გულშემატკივარს, გადაჭედილ დარბაზს, რომელიც სპორტსმენზე ძალიან კარგად მოქმედებს. ძალიან ბედნიერი ვარ და მინდა, ასეთი სიხარული ბევრი მოვუტანო ჩვენს ქვეყანას და მთლიანად საქართველოს. ღმერთის წყალობით, წინ მივიწევთ“, – განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

მწვრთნელების გადაწყვეტილებას ყოველთვის პატივს ვცემ, რასაც მწვრთნელები შეუკვეთავენ, მეც იმ წონისთვის მზად ვარ, რომ მივიდე, დავძლიო და გავახარო ჩემი გულშემატკივარი“, - განაცხადა ტალახაძემ.

საერთო ჯამში საქართველოს ნაკრების ძალოსნებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვეს - ერთი ოქრო, ორი ვერცხლი და ორი ბრინჯაო. ადრე კონტინენტური პირველობის ვიცე-ჩემპიონი გახდა რევაზ დავითაძე (-89 კგ), ბრინჯაოს პრიზიორები - გოგა ჩხეიძე (-67 კგ) და ანტონ პლესნოი (-96 კგ).

ლაშა ტალახაძისთვის მომდევნო სერიოზული შეჯიბრი იქნება მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც ტაილანდის ქალაქ პატაიაში 16-25 სექტემბერს გაიმართება.

ბოლო სამ მსოფლიო პირველობაზე უცვლელი გამარჯვებული ტალახაძე იყო.