Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-06-13 09:00:24
ანალიტიკური
სომხეთმა 3 პუნქტით გააუმჯობესა თავისი პოზიცია "სამშვიდობო გლობალურ ინდექსში"
სომხეთმა 3 პუნქტით გააუმჯობესა თავისი პოზიცია "სამშვიდობო გლობალურ  ინდექსში" და 118-ე ადგილზე აღმოჩნდა. დასკვნა ამის შესახებ წარმოდგენილია ეკონომიკისა და მშვიდობის  ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ კვლევაში, რომელიც აანალიზებს სიტუაციას 163 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 99.7 პროცენტი ცხოვრობს. სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან სამშვიდობო ინდექსით ლიდერობს  საქართველო. იგი 99-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 130-ე, ხოლო ირანი 139-ე ადგილზეა. თურქეთი სომხეთის მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალ პოზიციაზე, 152-ე ადგილზეა.
2019-05-22 13:00:54
ანალიტიკური
მინისტრის მოადგილე: ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტი წარმოდგენილი იქნება საჯარო განხილვისთვის
ახლო მომავალში ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტი წარმოდგენილი იქნება საჯარო განხილვისთვის, რომლის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ეფექტური წინადადება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ტიგრან ხაჩიკიანმა განაცხადა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გარდამავალი ინიციატივების ოფისის მოწვევით სომხეთში მყოფ ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მონიტორინგის საერთაშორისო ექსპერტ მეთიუ მიურეის ხელმძღვანელობით დელეგაციასთან შეხვედრისას.
1 2 3 4