Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-06-18 12:20:24
საერთაშორისო
სერგეენკო გადადგომას ადასტურებს
დავით სერგეენკომ, დღეს 18 ივნისს დაადასტურა, რომ ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ტოვებს. ჟურნალისტებთან საუბარში მან განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილებას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღვოდა წინ, აუწყებს ნეტგაზეთი.  “ჩვენ დღეს პრემიერთან ერთად გავაკეთებთ განცხადებას ამის შესახებ. თუმცა, ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღვოდა წინ. რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, მას ბევრი შემფასებელი ჰყავს საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სახით…  ვფიქრობ, რომ დღეს, ყველაფერს ცასლსახა პასუხი გაეცემა,“- ამბობს სერგეენკო. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, მან ასევე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების“ გუნდში რჩება და არსად წასვლას არ აპირებს.